f




ნაგავსაყრელი მილი



ნაგავსაყრელი მილის აწყობა ხდება ადვილად და უმოკლეს დროში. ის კრონშტეინებით ადვილად ემაგრება ნაბისმიერი ფასადის ზედაპირს და დამზადებულია მაღალი გამძლეობის და მსუბუქი პლასტმასისაგან.ყოველი 20-25 მეტრის შემდეგ მაგრდება სიჩქარის ჩამხშობი მილი.

ნაგავსაყრელი მილის მონტაჟი შესაძლებელია მოხდეს არა ვერტიკალურად არამედ დაქანების კუთხით, რის შემდეგაც მონტაჟდება სპეციალური გაძლიერებული შიდა ზედაპირის მქონე მილები, რათა ჩამოყრილი ნაგავით არ მოხდეს მისი ცვეთა.

ნაგავსაყრელი მილი საშუალებას გვაძლევს დავიცვათ გარემო ნაგვის მიერ გამოწვეული ხმაურისაგან და მტვრისაგან. ამავე დროს მოვახდინოთ მისი უტილიზაცია უმოკლეს დროში.